Tuesday, 05.07.2024, 7:05 PM
wWw.MuDo.UcOz.CoM MainRegistrationLogin
Welcome Guest | RSS
Site menu
Tag Board
   
Main » 2008 » June » 15 » About Love
About Love
2:53 PM
About Love






* * *
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
ოდნავ-თქო, თორე ძაანაც მინდა...
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
და გულში იგრძნო ეს გრძნობა წმინდა....
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
გიყვარდეს ჩემი მზერა მალული
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
არ იყოს ჩემი გრძნობა ფარული
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
დამიცვა თოვლში, ქარში, წვიმაში
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
მოგწონდეს სიყვარულით თამაში
მინდა, რომ იყო სულ მუდამ ჩემთან
ვხედავდე თვალებს და ღიმილს შენსას
მინდა, რომ იყო სულ მუდამ ჩემთან
და არასოდეს წახვიდე ჩემგან
მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე
იცოდე, მაინც მოგძებნი ყველგან!!

* * *
ყველაზე ლამაზი, რაც ღმერთს შეუქმნია, ყველაზე ძიერი, რაც ადამიანშია და ყველაზე კარგი, რასაც ვხვდებით ამ ცხოვრებაში , ეს იცოდე, რომ სიყვარულია.

* * *
სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს, გული რომ გრძნობს და თვალები გაუგებს. სიყვარულს გაუმარჯოს ჯერ კიდევ აუხსნელს, ბიჭი რომ ვერ ამბობს და გოგო გაუგებს..

* * *
ის შეიყვარე, ვინც ჩუმად გეტყვის, რომ სილამაზე შენით იწყება, რომ შენს გარეშე მის ცხოვრებაში დილა არასდროს არ დაიწყება.

* * *
ზღვის პირას სილას მიუყვებოდა ხან ორი და ხან ერთი ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
- ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი?!
- და მაინც მიგიტოვებივარ უფალო! ზოგჯერ სილას მარტოდმარტო მიუყვება ჩემი ნაკვალევი.
- შენ ისევ ცდები შვილო ჩემო! მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, მე ხომ შენ ხელში აყვანილი მიმყავდი?!.

* * *
სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს. . . ამ ცოდვილ დედამიწაზე ერთმანეთის გატანაში გვეხმარება. . . საბრალოა ადამიანი, რომელიც უუსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას. . . იოანე მოციქული მოგვიწოდებს: "საყვარელნო! გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისაა სიყვარული. . . " უფალმა დაგვანახა, თუ რაოდენ ვუყვარვართ ცოდვილნი, მისი შექმნილი ადამიანები. . . ჩვენ კი იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა. . . ღვთის სჯული ქადაგებს სიყვარულს და თუ შევიყვარებთ ერთმანეთს, შევიცნობთ ამ გრძნობას, მაშინ აღვასრულებთ მის სჯულს. . . თუ არ გეყვარება ისინი, ვისაც ხედავ, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავთ?. . .
ღმერთი ხედავს ჩვენს ყველა თვისებას, ჩვენს ცოდვებსაც და მანკიერებებსაც, მაგრამ მაინც ვუყვარვართ. . . ჩვენს მითუმეტეს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როცა არ ვიცით ურრთიერთობის ფარული, ბოროტი ზრახვები და ქცევები და ვცდილობთ დადებით, საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. . . მაშ, რატომ არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ღვთისმიერი, წრფელი სიყვარულით? რა გვიშლის ამაში ხელს? ალბათ, შური და ის ანგელოზი, რომელიც შურმა ეშმაკად აქცია. . .
სიყვარული არ არის შიში. . . სრულყოფილი სიყვარული დევნის მას, რადგან შიში არის ტანჯვა, ღვთისნიერ გრძნობაში კი არ შეიძლება ტანჯვა იყოს. . . სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ამპარტავნობს, არ ჩადის უწესობას, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ მხოლოდ - ჭეშმარიტებით. . . ეს გრძნობა ყოველივეს იტანს და ითმენს, ყველაფრის წამს და იმედი აქვს. . . იგი არასოდეს მთავრდება. . . ყველაფერი რომ დაკარგოს ადამიანმა, სამი რამ მაინც დარჩება: რწმენა, იმედი და სიყვარული. . . ხოლო ამათგან სიყვარული უმეტესია. . .

და რადგანაც, პავლე მოციქულის სიტყვებით: "სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს", დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი. . . ...
Views: 1457 | Added by: mudo | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  June 2008  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Copyright MyCorp © 2024Free web hostinguCoz