Friday, 04.26.2024, 2:14 PM
wWw.MuDo.UcOz.CoM MainRegistrationLogin
Welcome Guest | RSS
Site menu
Tag Board
   
Main » 2008 » June » 15 » ლექსები სიყვარულზე-4
ლექსები სიყვარულზე-4
2:55 PM
ლექსები სიყვარულზე-4



* * *
სევდა გულს ტკივა, თვალებს კი არა,
მაგრამ თვალი ჩანს, გული კი არა.
თვალი სხვას იპოვის, გული კი არა,
გულს ახსენდები, თვალებს კი არა..

* * *
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,
უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.
თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება.

* * *
როცა დრო იყო მასზე არ ვფიქრობდი, თითქოს არ მიყვარდა, თითქოს არ მხიბლავდა. მე თითქოს უხილავ ცეცხლში ვიწვოდი...
დავშორდი...
მივხვდი, რომ გიჟივით მიყვარდა..

* * *
დაგესიზმრები, გამოღვიძებულს ხმაურიანი ნაბიჯებით აგყვები ფიქრად,
გაგიმეორებ შენს სახლის წინ ნაცნობ სურნელს,
გაგიმეორებ მოსახვევთან დაყრილ ყვავილებს,
გაგიმეორებ მგზავრობისას ტუჩის კუთხესთან გამოჟნილ და ჩემს თვალებში ჩაძირულ ღიმილს,
გაგიმეორებ გამოპარულ გაჩერებას, მერე უკან ფეხით სიარულს,
გაგიმეორებ გზად შემხვედრი ნაცნობების ვერ ცნობას
და მათ სალამზე აფარებულ უხერხულ ღიმილს,
გაგიმეორებ შუა გზიდან გადახვევას და მახლობელ ბაღში ჩამოჯდომას ჩვენ რომ ვჯდებოდით,
გაგომეორებ შემოდგომას და ხელში კალამს, ფოთლებში დევნას,
ამ ფოთლებიზე ოცნების წერას და მათ გადაყრას,
გაგიმეორებ თრობით მოსულ გამბედაობით წამოცდენილ ორიოდ სიტყვას,
გაგიმეორებ უმიზეზოდ მოხეთქილ ცრემლებს
და მეც აგყვები და ერთმანეთის დამშვიდებას ჩვენ არ ვეცდებით,
გაგიმეორებ პირველ კოცნას, პირველ მორცხვობას
და შემოდგომით შემოპარულ თოვლიან ზღაპარს,
გაგიმეორებ სიყვარულის უგონო ახსნას
და არეული ნაბიჯებით წასვლას შინისკენ,
გაგიმეორებ მერამდენედ გადმოსულ ყავას
და მაგიდაზე მხოლოდ თავის დასამშვიდებლად გადაშლილ წიგნებს,
გაგიმეორებ ფანჯარასთან გათეულ ღამეს,
განთიადისას მიგნებულ საწოლს, ადგომისას კი გაოცებას, რომ ტანთ გაცვია.
გაგიმეორებ ჩვენგან უწინ ამოჩემებულ ბაღს
და ძველ ხის სკამს და ლამაზ ტყუილს - მე ისევ იქ ვარ...

* * *
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
სულ არავისთან არ მჩვევია.
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს
ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს

* * *
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?

* * *
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

* * *
უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის

* * *
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

* * *
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს,
მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !.

* * *
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

* * *
ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის რაც გამაჩნია,
რადგან თავადაც შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მე მირჩევნია გულახდილმა ზიზღმა გამთელოს,
ვიდრე მიჯნურის უსაფუძვლო წყენამ დამდაღოს,
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს
კიდეც რომ მომკლა შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ...

* * *
მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ძვირფასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები

* * *
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო
თვალიც ვერ მოკრა
გაჩენილს მისთვის
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი!
იმ ერთის ხილვის,
იმ ერთის პოვნის,
ათასში ერთი გამხდარა ღირსი

* * *
ბევრჯერ მეგონა-მივწვდი სიმშვიდეს-
თურმე სიმშვიდე შორს სჩანს საოცრად-
განწირულ გემზეც ხომ ელანდებათ-
რომ შუა ზღვაში მიწა გამოჩნდა-

ძნელდება ბრძოლა-ძალის გამოცდა
ჩემსავით ჰკარგავს იმედებს დაღლილს-
რამდენ ცრუ ნაპირს უნდა გამოვცდეთ-
სანამ მივაღწევთ ნავსადგურს ნამდვილს

* * *
როდესაც დარდი დაგიმარტოვებს ძნელია თითქოს
ძნელია როცა გათოშილ ხელებს არავინ გითბობს
ძნელია როცა მარტო დააბიჯებ მზესა და ქარში
ძნელია როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში
ძნელია ლოდინი,მასზე ფიქრიც ძნელია თითქოს
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს..

* * *
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.

* * *
ქარი გადმომძახის გიშრისფერი,
ეს ქარი ნამდვილად შეშლილია!
კუბოს იმდენი ამწევი მყავს
სიკვდილის სულ არ მეშინია.
ღარიბს შევხვდები და გავფითრდები!
ან ეს გაფითრება რისი ბრალია?!
კეთილის იმდენი მყოფელი მყავს
სიღატაკის სულ არ მეშინია!
მტკვარი ჩემსავით აიმღვრევა,
ცხელი მზე შორიდან მათბობს
შენ თუ დამაჩოქებ სიყვარულო!
სხვა მე ვერაფერი მომერევა

* * *
ირგვლივ ხეების ჩრდილი და
თავაშვებული ქარი
მკერდზე შეხსნილი ღილი და
შენი თვალები მთვრალი
ღამე... მე და შენ ერთად
ქარში თამაში გვღლიდა
თავს ნელა დახრი,იტყვი:
_,,შენი ალერსი მინდა."
მე მინდა გიყვარდე კარგო
ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს
თვალებში ნუ მიცქერ თორემ
იცოდე გაკოცებ უცებ…

* * *
ვინც გინდა იყოს,
ნაზი,უხეში,ლმობიერი თუ მკაცრი-
სადღაც,რომელიღაც მაინც წუთებში,
რა საბრალოა კაცი!
მაგრამ თუნდ მოკვდეს,ისე უბრალოდ
თავის წილხვედრ შხამს დასცლის,
ნებას არ მოგცემს რომ შეიბრალო,
რა ამაყია კაცი!
თუნდაც კვდებოდეს ვერ ათქმევინებ,
იმ იდუმალად განცდილს
ის მარტო ზიდავს ყველაზე მძიმეს,
რა ძლიერია კაცი

* * *
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით.

* * *
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები
ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით.
მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები,
და ეს თვალები მოცულია განმარტოებით...
ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები,
მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს.
შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს....
..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები.
შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას.
მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები,
და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას.
გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები....
მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს.
შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი,
და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.
ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები.
ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით.
ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,,
და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით

* * *
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები

* * *
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული..
Views: 6973 | Added by: mudo | Rating: 4.5/8 |
Total comments: 7
7 monika  
0
magaria kidev daamatatet

6 მაკო  
0
მაგარიაააააააააააააააააააა

5 სალი  
0
დახუჭე თვალები, მე შენთან მოვალ,
შეგახებ თბილ ხელს და გაგითბობ ტუჩებს,
მოგეფერი, გეტყვი ჩუმად, რომ საოცრება ხარ...
ისევ გაკოცებ, ჩუმად და წყნარად,
გეტყვი, რომ ჩემი ხარ და არ გაგიშვებ,
სულ მუდამ აი აქ,
პატარა გულში დიდი ადგილი რომ გიკავია,
ხან რომ მატირებ და ხან მაცინებ,
ძალიან ჩემი ხარ , ძლიან, ძალიან,
მე შენს თავს არვის არ მივცემ,
სულ მუდამ აი აქ-ოატარა გულში ხარ...
ბუტია ბუგის....:)))

4 ludita  
0
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა.......................... ძალიან მაგარია

3 ludita  
0
* * *
არ დაიჩოქო! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაიჩოქო! შენ დაჩოქება
არავისთან არა გჭირდება
არ დაუჩოქო , სხვის ლამაზ თვალებს
სხვაზე ამაყი შენ ხარ იცოდე.
რასგანაც ვიცი ფასი არა აქვა
მუხლებზე დამდგარ კაცის სიცოცხლეს.

2 Nini  
0
Zalian lamazi da sevdiani leqsebia,ugrmesi madloba,dzalian gamomadga kidec es leqsebi,spektaklze cavikitxe da amit chems sayvarel adamians mivaxvedre rom me is miyvars....
madlobt

1 gio  
0
magaria

Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  June 2008  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Copyright MyCorp © 2024Free web hostinguCoz