Saturday, 04.20.2024, 11:36 AM
wWw.MuDo.UcOz.CoM MainRegistrationLogin
Welcome Guest | RSS
Site menu
Tag Board
   
Main » 2008 » June » 15 » ლექსები სიყვარულზე-3
ლექსები სიყვარულზე-3
2:56 PM
ლექსები სიყვარულზე-3









* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..

* * *
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

* * *
მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..

* * *
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

* * *
ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...

* * *
უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ..


* * *
მინდა ვიყო პატარა ცრემლი
რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო,
და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული,
მეც შენთან ერთად გავიზიარო..

* * *
მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.

* * *
ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..

* * *
შენ რომ კლდოვან ნაპირზე გინდოდა ყოფნა,
მე მაშინ ოცნების ტალღები მრიყავდა კლდესთან,
სწორედ იმ კლდესთან, რომელზეც თურმე შენ ოცნებობდი..

* * *
ოცნება ხარ ოცნებათა შორის,
ლამაზი ხარ ლამაზთა შორის,
ჭკვიანი ხარ ჭკვიანთა შორის,
იცი? მიყვარხარ სხვათაშორის.

* * *
ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..

* * *
ფურცლის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა,
გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა.
გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა,
მოგონებები ჩურჩულებდნენ - ელოდე, მოვა..

* * *
თუ ტკივილი ხარ, მაშინ რატომ მიხარია შენი დანახვა?
თუ რწმენა ხარ, მაშინ რატომ არ მჯერა შენი?
თუ სიხარული ხარ, მაშინ რა უნდა ჩემთან დარდს?
ძნელია სიცარიელის ამოვსება,
ნუ მტკენ გულს, რადგან მერე შენ უფრო გეტკინება,
დაიმახსოვრე! შენ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი
და ნურასოდეს იბატონებ სხვაზე...

* * *
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?

* * *
ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი

* * *
შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უსასრულოდ დაგელოდები...

* * *
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო ნავსადგურო,
სულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვა, ოკეანე უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგამძვრალო გაზაფხულო,
ჩემო სიკვდილამდის მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო.
ჩემო სიცოცხლეო დიდხანს იცოცხლეო,
უშენოდ რაა ჩემი სიცოცხლეო?
Views: 2069 | Added by: mudo | Rating: 4.4/5 |
Total comments: 3
3 naniko  
0
მე სიყვარულის წერილი ვარ!!!

და მე გამომგზავნეს
რათა შეგატყობინო:

რომ უყვარხარ
გაფასებს,
გკოცნის ,
გეხვევა ,
და ენატრები!!


2 gochi  
0
რაზე ოცნებობო მკითხა ... ხშირად მეკითხება რაზე ვფიქრობ, რა მინდა ყველაზე მეტად... მახსოვს ერთხელ ავად ვიყავი და მკითხა რა გინდა ეხლა ყველაზე მეტადო, შოკოლადითქო ვუთხარი და დაახლოებიტ ხუთ წუთში სახლში მომიტანა ღამის 3 საათზე ))) ძალიან ბავშვური, მაგრამ სასიამოვნო საქციელი იყო. ცდილობს ხოლმე ამისრულოს სურვილები... ეხლა მკითხა რაზე ოცნებობო... რა ვუთხრა, იმდენ ოცნებას და დარდს იტევს ეს გული... რაზე ვოცნებობ და სიმშვიდეზე... ვოცნებობ ჰარმონიაზე. ვოცნებობ სიხარულის ცრემლებზე, მხოლოდ ეს ყველაფერი შენთან ერთად... ვოცნებობ, შენთან ერთად გათენდეს დილა... ვოცნებობ დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ვოცნებობ მზე გვათბობდეს, ვოცნებობ ... ეჰ რამდენ რამეზე ვოცნებობ, მაგრამ მტავარი ოცნება მაინც ჩვენ ვართ... ჰო, ჩვენ... ერთად... მშვიდად და წყნარად... ერთად მზის ჩასვლა... ერთად ცრემლები...ერთად ბოდიალი მთვარის შუქზე... ერთად... ყველაფერი ერთად....
თქვენ არ გაგითენებიათ ღამე ტირილში?არ მჯდარხართ ფანჯარასთან მის მოლოდინში? არ გივლიათ წვიმაში ერთად ისე, რომ არ დასველებულიყავით? არ შეხვედრიხართ ერთად მზის ჩასვლას? არ გიოცნებიათ ერთად? არ დაგიხეტავათ ოცნების სახლი? არ გიჩხუბიათ ათას სისულელეზე და შუა ჩხუბში არ დაგიწყიათ სიცილი ? არა??? რა ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ... ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გაქვთ... ამას სიყვარული ქვია... სიყვარული, რომელიც ერთხელ მოდის... მოდის და არ უნდა გაუშვა... იცხოვრე ისე , თითქოს ეს დღე ბოლოა შენს ცხოვრებაში... ისე, წარმოიდგინე, ყოველ დღე ასე რომ იცხოვრო, რამდენ სიკეთეს შექმნი, რამდენ თბილ სიტყვას ეტყვი შენს საყვრელ ხალხს... ე.ი. მაინცდამაინც სიკვდილი უნდა მოგვიახლოვდეს, რომ არ ვატკინოთ ერთმანეტს გული?!... ეს უკვე სხვა თემაა....ეს ცხოვრებაა... რეალური ცხოვრება... სიყვარული კი აქ არაფერ შუაშია.... რატომ? იმიტომ რომ სიყვარულს სადღაც შორს მიყავხარ... ნათელი ფერევით მოცულ სამყაროში, სადაც ვერ ნახავ ბოროტებას... ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთია...
ბუგი, გისურვებ ჭეშმარიტ სიყვარულს!!!!

ყველას გისურვებთ ამ სიყვარულის მოპოვებას!

მე კი დავრჩები ინკოგნიტოდ და დაველოდები.... მეც დაველოდები ჭეშმარიტ სიყვარულს....


1 gochi  
0
დახუჭე თვალები, მე შენთან მოვალ,
შეგახებ თბილ ხელს და გაგითბობ ტუჩებს,
მოგეფერი, გეტყვი ჩუმად, რომ საოცრება ხარ...
ისევ გაკოცებ, ჩუმად და წყნარად,
გეტყვი, რომ ჩემი ხარ და არ გაგიშვებ,
სულ მუდამ აი აქ,
პატარა გულში დიდი ადგილი რომ გიკავია,
ხან რომ მატირებ და ხან მაცინებ,
ძალიან ჩემი ხარ , ძლიან, ძალიან,
მე შენს თავს არვის არ მივცემ,
სულ მუდამ აი აქ-ოატარა გულში ხარ...
ბუგის...:)

Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  June 2008  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Copyright MyCorp © 2024Free web hostinguCoz